Skip to content
Ellas Group

Ellas Group

  • Shop
  • Cart
  • Contact Us
  • Terms & Conditions

Cart

Your cart is currently empty!


New in store

  • შავი ქვიშა (1 კუბი)
    $67.00
    Add to cart
  • შავი ქვიშა (ტომარა 50კგ)
    $2.25
    Add to cart
  • შავი ქვიშა (ტომარა 20კგ)
    $2.80
    Add to cart
  • ყვითელი ქვიშა (გაცრილი 1კუბი)
    $74.00
    Add to cart
წესები და პირობები

ვებ-გვერდით სარგებლობითა და შეკვეთის გაფორმებით, თქვენ ეთანხმებით ქვემოთ მოცემულ პი რობებს.
ვებ-გვერდზე მითითებული ფასები მოცემულია ლარში (GEL) და მოიცავს ყველა შესაბამის გადასახადს.
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, შევცვალოთ ფასები ან პროდუქციის აღწერა ნებისმიერ დროს.
შეკვეთის გაფორმება
შეკვეთის გაფორმება ხდება „კალათის“ მეშვეობით.
შეკვეთის დადასტურებამდე თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, გადაამოწმოთ და გაასწოროთ მონაცემები.
შეკვეთის დადასტურება ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით ჩვენს წესებსა და პირობებს.
გადახდის პირობები
გადახდა ხორციელდება საიტზევე ჩვენი პარტნიორი ბანკის მეშვეობით.
გადახდის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ჩვენი პარტნიორი ბანკი/გადახდის პროვაიდერი. ჩვენ არ ვიტოვებთ თქვენი ბარათის მონაცემებს.
მიწოდება
მიწოდება ხორციელდება 1-3 სამუშაო დღეში
მიწოდების საფასური შესულია თქვენ მიერ გადახდილ პროდუქტის ღირებულებაში.
5.ინტელექტუალური საკუთრება
საიტზე განთავსებული ყველა მასალა (ფოტო, ტექსტი, დიზაინი) არის ჩვენი ან ჩვენი პარტნიორების საკუთრება და დაცულია კანონით.
დაბრუნების პოლიტიკა (Return Policy)
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დააბრუნოს ნივთი მისი მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში.
დაბრუნების პირობები
ნივთი უნდა იყოს გამოუყენებელი, პირვანდელ მდგომარეობაში, ქარხნული შეფუთვითა და ყველა თანმხლები დოკუმენტაციით (ეტიკეტები, ინსტრუქციები).
თუ ნივთი დაზიანებულია ან ეტყობა გამოყენების კვალი, კომპანია იტოვებს უფლებას, უარი თქვას დაბრუნებაზე.
გამონაკლისები: კანონის თანახმად, დაბრუნებას არ ექვემდებარება ისეთი ნივთები, რომელთა დალუქული შეფუთვა გახსნილია.
დაბრუნების პროცედურა
დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ და გვაცნობოთ შეკვეთის ნომერი.
ნივთის უკან დაბრუნების ტრანსპორტირების ხარჯი ეკისრება კომპანიას.
თანხის დაბრუნება
თანხა დაბრუნდება გადახდის იმავე მეთოდით, რომლითაც განხორციელდა შეკვეთა.
თანხის დაბრუნება მოხდება ნივთის დაბრუნებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში.
დეფექტური ნივთი
თუ მიღებული პროდუქტი არის დეფექტური, გთხოვთ, დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდეთ. ჩვენ შემოგთავაზებთ ნივთის შეცვლას ან სრულ ანაზღაურებას (მიწოდების ხარჯების ჩათვლით).

Proudly powered by WordPress | Theme: Spice Software Dark by Spicethemes